საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?”
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა
25-30 ივნისი 2018 წელი
GEO ENG

 

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი 

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?"

 

ორგანიზატორები: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (არისკი)/ American Research Institut of the Sought Caucasus (ARISC). 

სამეცნიერო ფორუმის მხარდამჭერი:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG). 

სამეცნიერო ფორუმის თარიღი:  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 25-26 ივნისი, საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა - 27-30 ივნისი. 

სამეცნიერო ფორუმის ადგილი:   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 

სამენციერო ფორუმის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

 

საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი)  / American Research Institute of the South Caucasus (ARISC),  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 25-30 ივნისს მართავს სამეცნიერო ფორუმს  სახელწოდებით: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – „Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?", რომელიც შედგება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და საერთაშორისო საზაფხულო სკოლისგან. 

სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს.   

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა არა უგვიანეს 2018 წლის 10 მარტამდე უნდა გადმაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა  -  შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე - summerschooldrg100@gmail.com , ან irakli.iremadze@tsu.ge . 

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 10 ქართველი და 10 უცხოელი მონაწილე. საზაფხულო სკოლის მსმენელთათვის ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები.  

გთხოვთნებისმიერი კითხვისთვის კონფერენციასთან  და საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

irakli.iremadze@tsu.ge  ან summerschooldrg100@gmail.com